საზოგადოება
15.07.2022 12:29
გორში, შინდისის გმირების გამზირის დასუფთავება მიმდინარეობს, იგეგმება გარეგანათების სისტემის განახლება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც
გორში, შინდისის გმირების გამზირის დასუფთავება მიმდინარეობს.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა ტროტუარების გაწმენდა ველური მცენარეებისგან და მიწისგან დღეს დილიდან დაიწყეს.

„შინდისის გმირების გამზირზე მიმდინარე სამუშაოებში სპეციალური ტექნიკაც ჩაერთო. დასუფთავების სამუშაოები აღნიშნულ ლოკაციაზე რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. გარდა გაწმენდითი სამუშაოებისა, შინდისის გმირების გამზირზე იგეგმება ასევე გარეგანათების სისტემის განახლება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
კვირის ამბები