ევროს ისტორიაში პირველად, ევროპული ვალუტის კურსი მკვეთრად დაეცა და დოლარს ჩამოცდა.
ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტები ევროს გაუფასურების ძირითადად მიზეზად ევროპის ქვეყნებში ბუნებრივი აირის ფასების ზრდას ასახელებენ და ამასთანავე, მათი მოსაზრებით, ევროს კურსის დაცემა გამოწვეულია იმ მოლოდინებით, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა გააგრძელებს საპროცენტო განაკვეთების აგრესიულ ზრდას ინფლაციის შესაჩერებლად.
ექსპერტების პროგნოზით, დოლართან მიმართებაში ევრო კლებას განაგრძობს. არსებული პროგნოზით, ერთი თვის შემდეგ ევრო 0,99 დოლარი ეღირება, ერთი წლის შემდეგ კი - 0,95 დოლარი.
ევროს კურის ვარდნა პირველად 20 წლის წინ, 2002 წელს დაფიქსირდა, როცა ევრო დოლარს თითქმის გაუტოლდა, მას შემდეგ კი, ორი ათეული წლის განმავლობაში, ევროს ღირებულება დოლარს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში