სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგის პროგრამაში მოსარგებლეთა არეალი გაფართოვდა. აღნიშნული სერვისი, სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში რეგისტრირებულ 7 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის, პედიატრის ან ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე.
ამასთან, 2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თითქმის ყველა რაიონში გადამზადდა მინიმუმ ერთი პედიატრი ან ოჯახის ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელთაც ადგილზე შეუძლიათ განახორციელონ შესაბამისი პრობლემის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიცირება და სპეციალისტთან გადამისამართება.
სიახლეა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებითაც. მიმდინარე წლიდან, კალენდარული აცრების 4 კომპონენტიანი ვაქცინით ჩანაცვლება იგეგმება. აღნიშნული ცვლილება შეეხება 18 თვის და 5 წლის ასაკში ჩასატარებელ გეგმიურ აცრებს. ასევე, გათვალისწინებულია სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტების აცრა „ბ“ ჰეპატიტის წინააღმდეგ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში