საზოგადოება
15.07.2022 11:13
უახლოესი 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გაეცანით დეტალურ ინფორმაციას

მეტეოროლოგების ცნობით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

15 ივლისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, 12-დან 16 საათამდე მოიმატებს ქარის სიჩქარე და 12 მ/წ-ს მიაღწევს.

+33 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი გორში 16 ივლისს.

+32 გრადუსამდე გათბება ჰაერი 17-18 ივლისს.

19 ივლისიდან, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და 19-20 ივლისს +29, 21-დან 24 ივლისის ჩათვლით კი +26 გრადუსია ნავარაუდევი.

კვირის ამბები