დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერმა, ნიკოლოზ გვალიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების სამხედრო აკადემიაში (WEST-POINT) მისაღები კონკურსი წარმატებით გაიარა. ნიკოლოზ გვალია ამერიკის სამხედრო აკადემიაში 2022 წლის 24 ივნისს ჩაირიცხა.
დავით აღმაშენებლის სახელობის გორის აკადემიის თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამაზე, იუნკერი ნიკოლოზ გვალია 2020 წელს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე რეიტინგით პირველი ჩაირიცხა.
„ნიკოლოზ გვალიამ უმაღლესი შედეგებით ჩააბარა აშშ-ის უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდები, მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სახმელეთო ჯარების აკადემიის შესარჩევ კონკურსში და ყველა საჭირო კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ მოიპოვაUnited States Military Academy – West Point - ში სწავლის გაგრძელების უფლება, სადაც ხელახლა გაიარაCadet Basic Training და მაღალი აკადემიური მოსწრებით სწავლა განაგრძო კომპიუტერული მეცნიერებებისა და კიბერუსაფრთხოების ფაკულტეტზე“, - აცხადებენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
როგორც ცნობილია, გვალია აკადემიაში სწავლის დროს, მაღალი აკადემიური მოსწრების შედეგად, გახდა ყველაზე მაღალრეიტინგული იუნკერი და მოიპოვა მაქსიმალური სტიპენდია. აგრეთვე, პირველივე კურსიდან ჩაერთო საერთაშორისო მასშტაბის სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში.