საზოგადოება
14.07.2022 12:55
მათთვის, ვინც COVID 19-ის დადასტურების გამო 4-8 ივლისს ჩატარებულ გამოცდებზე დასწრება ვერ შეძლო, დამატებითი საგამოცდო სესია ჩაინიშნა

იმ აბიტურიენტებისთვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და მასწავლებლის საგნის გამოცდაში მონაწილეებისთვის, ვინც COVID 19-ის ინფექციის დადასტურების გამო, 4-8 ივლისს ჩატარებულ გამოცდებზე დასწრება ვერ შეძლო, ერთი დამატებითი საგამოცდო სესია ჩაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, დამატებითი გამოცდა ჩატარდება შემდეგ საგნებში:

16 ივლისი - ქართული ენა და ლიტერატურა - ერთიანი ეროვნული გამოცდები.

17 ივლისი -  მათემატიკა - ერთიანი ეროვნული გამოცდები; სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) -  მასწავლებლის საგნის გამოცდა;

ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) -  მასწავლებლის საგნის გამოცდა;

მათემატიკა (I-VI) - მასწავლებლის საგნის გამოცდა;

სამოქალაქო განათლება - მასწავლებლის საგნის გამოცდა.

ცენტრი აპლიკანტებს აფრთხილებს, რომ გამოცდაზე გამოცხადდნენ ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილას 08:00 საათზე.

ცნობისთვის, სხვა გამოცდების დამატებითი სესიების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

კვირის ამბები