საზოგადოება
14.07.2022 12:51
გორის საგამოცდო ცენტრში უფროსი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად 444 პედაგოგი აბარებს გამოცდას
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში უფროსი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად 444 პედაგოგი აბარებს გამოცდას.

როგორც GMnews-თან გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, დღევანდელ გამოცდაზე 506 პედაგოგი იყო რეგისტრირებული, თუმცა, 62 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. საგამოცდო პროცესი 4 საათს გაგრძელდება.

„დღეს, ორი სესიაა ჩანიშნული. მოგეხსენებათ, საგამოცდო პროცესში უკვე პედაგოგებიც ჩაერთნენ, რომლებიც დილის სესიაზე გადიან ტესტირებას. მეორე სესიაზე კი, აბიტურიენტები ლიტერატურაში და ფიზიკაში ჩააბარებენ გამოცდას. აპლიკანთა მეორე ნაკადზე 91 აბიტურიენტსა და 44 პედაგოგს ველოდებით, უნდა აღინიშნოს, რომ აპლიკანტთა სიმრავლის მიუხედავად, რეგისტრაციის პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა, “- განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.
კვირის ამბები