სპორტი
14.07.2022 12:32
გორის „დილა“ დღეს ფინურ „კუპსს“ უმასპინძლებს

დღეს, 14 ივლისს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე, უეფას კონფერენსლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართება და გორის „დილა“ ფინეთის „კუპსს“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა, რომელიც გორელებმა სტუმრად გამართეს, 2:0 დასრულდა მასპინძლების სასარგებლოდ, შესაბამისად, დღეს, „დილას“ ამ ორბურთიანი სხვაობის გაქვითვა მოუწევს.

დღევანდელი მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ფეხბურთელებს ტრავმები არ აწუხებთ, თუმცა, სპორტსმენები დღეს დილიდან გადიან სამედიცინო შემოწმებას.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც სტადიონის სალაროებში, ასევე ონლაინ tkt.ge-ზე.

კვირის ამბები