კულტურა
13.07.2022 14:21
17 ივლისს გორის თეატრი 178-ე თეატრალურ სეზონს პრემიერით დახურავს - „დაუძახე -ბროწეულო, პურის თავთავო!“ ერისთავის თეატრის სცენაზე

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი 178-ე სეზონს პრემიერით დახურავს. 17 ივლისს, თეატრის დიდ სცენაზე თანამედროვე სპარსი დრამატურგის, ამირ დეჟაქამის პიესა „დაუძახე-ბროწეულო, პურის თავთავო!“ გათამაშდება.

თეატრალური წარმოდგენის რეჟისორი და მხატვარი გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე გახლავთ. ეს არის პირველი სპექტაკლი, რომელიც გორის თეატრში შველიძის რეჟისორობით გათამაშდება.

რაც შეეხება წარმოდგენის შინაარსს, პიესა - „დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!“ სპარსული პოეზიისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით გვიყვება ერთი პიროვნების მეტამორფოზას სიყვარულის გზაზე, გაცხოველებიდან კათარზისამდე და გვიჩვენებს გმირის თავდაპირველ კონფლიქტს შემქმნელთან და შემდგომი მონანიების პროცესს.

წარმოდგენა ერთმოქმედებიანია და მასში კახა ბერიძე და გიორგი (ჩარლი) გოგუაძე მონაწილეობენ.

სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება, ბილეთების შეძენა კი, შესაძლებელია როგორც სალაროებში, ასევე, ონლაინ www.biletebi.ge-ზე.

კვირის ამბები