საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.
როგორც ცნობილია, ღონისძიებაზე განიხილეს დისკრიმინაციის წახალისების ფაქტები, ასევე, ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამების თანასწორობის პრინციპებთან შესაბამისობაზე.
შეხვედრა, საინფორმაციო ნაწილის დასრულების შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ცნობისთვის, შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში