კულტურა
13.07.2022 13:02
გორში, ელექტრონული მუსიკის საღამოებისთვის ემზადებიან

16 ივლისიდან, გორში, ელექტრონული მუსიკის საღამოები გაიმართება. როგორც კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში აცხადებენ, ელექტრონული მუსიკის საღამოები ადგილობრივი და მოწვეული არტისტების მონაწილეობით, შაბათს და კვირას (ამინდის გათვალისწინებით), ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე (26 მაისის სანაპირო, ლომჭაბუკის ძეგლის სკვერი) გაიმართება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მუსიკალურ შემოქმედებითი საღამო 21:00 საათზე დაიწყება და მსმენელის წინაშე წარდგებიან: Leon Tween, M-Lee, Lonex და Rotasu „პროექტი მიზნად ისახავს ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციასა და აღნიშნულ მუსიკალურ ჟანრში მომუშავე, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არტისტების ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობას, ასევე,მოსწავლე - ახალგაზრდებში ჯანსაღი გართობის წესის დანერგვის ხელშეწყობას. აქვე მივმართავთ პროექტში მონაწილეობის მსურველ გორელ DJ-ებს გამოგვეხმაურეთ და მიიღეთ მონაწილეობა ელექტრონული მუსიკის საღამოებში. მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომრებზე: 598 18 36 74 ; 599 11 69 29“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში.

 

კვირის ამბები