ევროს ისტორიაში პირველად, ევროპული ვალუტის კურსი მკვეთრად დაეცა და დოლარს გაუტოლდა.
როგორც BBC-ი ეკონომიკის ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, ევროს გაუფასურებას, ძირითადად, ევროპის ქვეყნებში ბუნებრივი აირის ფასების მუდმივი ზრდა იწვევს.
ევროს კურის ვარდნა პირველად 20 წლის წინ, 2002 წელს დაფიქსირდა, როცა ევრო დოლარს თითქმის გაუტოლდა, მას შემდეგ კი, ორი ათეული წლის განმავლობაში, ევროს ღირებულება დოლარს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
რაც შეეხება ქართულ ეროვნულ ვალუტასთან დამოკიდებულებას, ამჟამად, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.8745 ლარია, ევროს კურსი კი 2.8788 ლარია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში