საზოგადოება
12.07.2022 14:37
შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, იძულებით გადაადგილებულ პირებს ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ 51 პირს თვითდასაქმებისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა.

სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, განსახლებულმა დევნილებმა და ეკომიგრანტებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობისთვის საჭირო დანადგარები მიიღეს, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს კი, სააგენტომ საქმიანობის შესაბამისი სახელობო იარაღები შეუსყიდა.

„სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს დევნილებისა და ეკომიგრანტების დასაქმებას და ამ მიმართულებით არა ერთ მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს. პრიორიტეტულია, რომ განსახლების პარალელურად, იძულებით გადაადგილებულ პირებს შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ“, - აცხადებენ უწყებაში.
კვირის ამბები