საზოგადოება
02.01.2020 13:32
პირველი იანვრიდან შშმ პირთა სოციალური პაკეტი და სახელმწიფო პენსია 20 ლარით გაიზრდება

2020 წლის 1 იანვრიდან 114 ათასამდე შშმ პირის სოციალური პაკეტი და სახელმწიფო პენსია 20 ლარით გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ყველა კატეგორიის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე (18 წლამდე) გავრცელდება.

20 ლარით იმატებს ასაკით პენსიონერთა სახელმწიფო შემწეობაც, 2020 წლის 1 ივლისიდან კი, 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, 18 წლამდე შშმ პირებს და I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს პენსია, დამატებით, 30 ლარით გაეზრდებათ.

სიახლეა მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელთა მიმართ სახელმწიფო შემწეობის თვალსაზრისითაც. 2020 წლის 1 იანვრიდან მთაში მცხოვრები ასაკით პენსიონერები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ, ხოლო 1 ივლისიდან კი, 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, ყოველთვიურად 300 ლარი დაერიცხებათ. შეგახსენებთ, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები სოციალური შეღავათებით სარგებლობენ.2016 წლიდან საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან) ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20 %-ის ოდენობით.

კვირის ამბები