შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა 2022 წლის ნაშრომების გასწორება დაიწყეს. როგორც ცნობილია, ცენტრის სპეციალისტები, ნაშრომებს სპეციალური კომპიუტერული პროგრამით (eMarker) ასწორებენ.
პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორებით დაიწყო და გამოცდების პარალელურად მიმდინარეობს.
„საგამოცდო ნაშრომების ელექტრონული გასწორება უზრუნველყოფს კონფიდენციალობის დაცვას და სრულიად გამორიცხავს ნაშრომის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი მესამე სპეციალისტს გადაეგზავნება“, - აცხადებენ გამოცდებს ეროვნულ ცენტრში.
გამოცდების შედეგების გამოცხადება ივლისის ბოლოს, ან აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიწყება. შედეგებთან ერთად, ყველა გამოსაცდელს საკუთარი ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის ნახვაც შეეძლება.