ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენის - ინგლისურის გამოცდით გრძელდება. პირველი სესია უკვე დასრულდა. გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, თინათინ გვერდწითელის თქმით, საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 450 აბიტურიენტიდან ტესტზე 436 აპლიკანტი გამოცხადდა.
„დილის სესიაზე, საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევები. დღევანდელ გამოცდაზე 450 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 14 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და 447 აპლიკანტს ველოდებით - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა GMnews-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. უცხოურ ენაში - ინგლისურში გამოცდას აბიტურიენტები ხვალ, 13 ივლისს დილის სესისაზეც ჩააბარებენ. მეორე სესიაზე კი, ტესტირება რუსულ ენისა და გერმანულის ჩაბარების მსურველი აპლიკანტებისთვისაა ჩანიშნული.