საზოგადოება
12.07.2022 12:53
საქართველოს მთავრობა ბიოწარმოების ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პროგრამას იწყებს - გაეცანით, რა დაუფინანსდებათ მეწარმეებს
საქართველოს მთავრობამ „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი მიიღო. კერძოდ, სიახლე, არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლას, ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიო პრეპარატების შეძენის, ფუტკრის სამკურნალო ბიო პრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენის, ასევე თაფლისა და ცვილის წარმოებისათვის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას გულისხმობს.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბიოწარმოების შედეგად მიღებულ და ბიოსერტიფიცირებულ პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას იწყებს. ბიოწარმოების მსურველ მეწარმეებს ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის განვითარების სააგენტო გაუწევს. პროექტი ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში განხორციელდება“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.
კვირის ამბები