საზოგადოება
12.07.2022 12:23
ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია 18 ადამიანი დააინფიციროს, შეგვიძლია, ამას მეშვიდე ტალღის დასაწყისი დავარქვათ - ბიძინა კულუმბეგოვი

შეგვიძლია ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ, თუმცა, არსებული ეპიდვითარება განგაშის საგანს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

კულუმბეგოვის განცხადებით, B.A.4 და B.A.5 ის გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია, ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია 18 ადამიანი დააინფიციროს.

„საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არის მოსაზრება, თითქოს დამთავრდა პანდემია, მაგრამ, სამწუხაროდ, კოვიდს ამგვარი გეგმები არ აქვს.

B.A.4 და B.A.5 ის გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია. რეპროდუქციული ინდექსი არის 18%, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტაზე ყველაზე გადამდები დაავადების - წითელას გავრცელების მაჩვენებელს მიუახლოვდა. ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია 18 ადამიანი დააინფიციროს.

შეგვიძლია ამას მეშვიდე ტალღის დასაწყისი დავარქვათ, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ წინა კვირასთან შედარებით თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი მაჩვენებელი, ამაში საგანგაშო არაფერია”, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კვირის ამბები