მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა - პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა შორის განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს.
მათ თავმოციქულები ეწოდებათ.
წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე, ძმები გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო, უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.
წმინდა მოციქული პავლე კი წარმოშობით ბენიამენიდან იყო, მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დაბრმავდა, რა დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა, მას თვალი აეხილა. წმინდა მოციქულს, რომელიც შემდგომ ქრისტიანობას ქადაგებდა, თავი მოჰკვეთეს და ამგვარად აღესრულა.
მორწმუნე ქრისტიანები პეტრე პავლობის დღესასწაულამდე მარხულობენ. მარხვა სულთმოფენობვიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება პეტრე-პავლობას, 12 ივლისს სრულდება.