ინფიცირების შემთხვევები არის, თუმცა სრულად მართვადია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში პანიკისა და შეშფოთების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„ინფიცირების შემთხვევები არის, თუმცა სრულად მართვადია, მინიმალურ ზღვარზეა. რამდენიმე ქვეყანაში შედარებით მეტია, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მკვეთრი ზრდა არ არის. თუ ციფრებში შეიძლება შევადაროთ, მაგალითად ერთი კვირის წინ საშუალოდ დღიური შემთხვევა თუ გვქონდა 100, დღეს გვაქვს 500, 3 მლნ 700 000-იან ქვეყანაში. ამ ეტაპზე, არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. ვისაც სჭირდება ჰოსპიტალში მკურნალობა მზად ვართ, რომ ჰოსპიტალში ვუმკურნალოთ. ვისაც სჭირდება კოვიდის სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტი, რამდენიმე თვის წინ „ფაიზერის“ წარმოების ეს მედიკამენტი - „პაქლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. შეზღუდვების და ჩაკეტვების საფუძველი არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება“, - განაცხადა საქრთველოს ჯანდაცვის მინისტრმა.