საზოგადოება
01.01.2020 14:27
სადღესასწაულო პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად გორში ორი მოზარდი დაშავდა

სადღესასწაულო პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად გორში ორი მოზარდი დაშავდა. დაშავებულები კლინიკა ,,გორმედში“ წუხელ შეიყვანეს. ორივე ბავშვს დაზიანებები ხელის მტევნებზე აღენიშნებოდა.

,,წუხელ, ახალი წლის ღამეს, ე.წ. ასაფეთქებლების არასწორი გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით შემოყვანილი იყო ორი პაციენტი, ორივე ბავშვი. მოზარდებს ზედა კიდურებზე, მარცხენა ხელის მტევნებზე აღენიშნებოდათ ნაფლეთოვანი დაზიანებები. ორივე პაციენტს ამბულატორიულად გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაეწერა კლინიკიდან. მოზარდებით თქმით, დაზიანებები საახალწლო შუშხუნების, ე.წ. ასაფეთქებლების გამოყენებისას მიიღეს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაიცვათ საახალწლო ფოიერვერკების მოხმარების წესები, მინდა გირჩიოთ, რომ ბავშვები მოარიდოთ პიროტექნიკის გამოყენებას. აღნიშნული შუშხუნების თუ ე.წ. ასაფეთქებლების არასწორ გამოყენებას ხშირად ახლავს გართულებები“, - განაცხადა ექიმმა ასლან ასლანიშვილმა.

კვირის ამბები