კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი სპეც. ტანსაცმელი გადაეცათ
ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი სპეც. ტანსაცმელი გადაეცათ.
უნიფორმების გადაცემის პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერიც დაესწრო. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და გაწეული საქმისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს ადამიანები საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებენ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ზრუნავენ ქალაქის დასუფთავებასა თუ გამწვანებაზე, რისთვისაც მინდა მადლობა პირადად გადავუხადო“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.