რეგიონი
11.07.2022 14:32
JUST DANCE - საზაფხულო პროექტების ფარგლებში, გორში ცეკვის კონკურსი გაიმართება
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, საზაფხულო პროექტების ფარგლებში, კონკურსს - JUST DANCE გამართავს.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, შოუ-კონკურსი გულისხმობს ცეკვაში შეჯიბრს X-Box - ის საშუალებით.
„კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რეგისტრაცის გავლა შესაძლებელი იქნება ადგილზე. კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა სიმბოლური საჩუქარი. რაც შეეხება ლოკაციას, ლომჭაბუკის ძეგლის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე (26 მაისის სანაპირო) გაიმართება“, - აცხადებენ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ღონისძიება 12 ივლისს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.
კონკურსის დაწყებამდე, გაიმართება თამარ კაკალაშვილის სოლო კონცერტი.
კვირის ამბები