საზოგადოება
11.07.2022 11:25
ეროვნული გამოცდები უცხო ენის გამოცდით გრძელდება, გორის საგამოცდო ცენტრს სოფიო გორგოძე სტუმრობდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენის - ინგლისურის გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში 442 აპლიკანტი ცდილობს საკუთარი ცოდნის დადასტურებას. როგორც GMnews-თან საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

რეგისტრაციის პროცესს გორში გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე დაესწრო.

„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევები. რეგისტრაციის პროცესს პირადად აკვირდებოდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. დღევანდელ გამოცდაზე 450 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 8 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება და აპლიკანტთა ამავე რაოდენობის ნაკადს ველოდებით - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა GMnews-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. უცხოურ ენაში - ინგლისურში გამოცდას აბიტურიენტები ხვალ, 12 ივლისსაც ჩააბარებენ.
კვირის ამბები