საზოგადოება
11.07.2022 10:39
საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო

საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა ჩარიცხვაზე რეგისტრაცია დღეს, 10 ივლისს დაიწყო და როგორც ცნობილია, 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ზაფხულის სეზონზე, გორში ორი საბავშვო ბაღი იმუშავებს. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის ზაფხულში აღსაზრდელებს გორის მე-9 (ბესიკის ქ.#4) და მე-14 (აღმაშენებლის ქ. #82) ბაგა-ბაღი უმასპინძლებს.

საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდზე: www.gorikids.ge

რაც შეეხება საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, თუ ბავშვი უკვე არის გორის მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღის აღსაზრდელი, მშობელი მხოლოდ დაბადების მოწმობას წარადგენს სააგენტოში (სტალინის 16).

თუ ბავშვი არ არის ჩარიცხული საჯარო ბაღში, საჭიროა წარადგინოთ:

 ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

 ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;

 ორი ფოტოსურათი (3X4);

მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;

რაიონის ბაღის აღსაზრდელის ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში კი, ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საბუთების წარდგენის ვადებია 26-29 ივლისი. თუ აღნიშნულ პერიოდში მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი საჭირო საბუთებს არ წარადგენს, ბავშვი ავტომატურად ამოირიცხება საზაფხულო ბაღიდან.

შეგახსენებთ, რომ საზაფხულო ბაღები აღსაზრდელებს 26 ივლისიდან 6 სექტემბრის ჩათვლით მოემსახურება.

კვირის ამბები