ზუსტად 8 თვე ველოდებოდით ამ დღეს, ჩემი ბიჭი ჯანმრთელია, თუმცა, ამ დღემდე წარმოუდგენლად ბევრი ვიბრძოლეთ გადარჩენისთვის სიცოცხლისთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ პირად გვერდზე 3 წლის მათე მძინარაშვილის დედა, გორელი ჟურნალისტი დარინა ერაძე წერს.
,,ეს დღე ჩვენთვისაც გათენდა! მადლობა ღმერთო ამ დღისთვის, დიდებული ხარ უფალო და დიდებულია შენი ძალაც!
ზუსტად 8 თვე ველოდებოდით ამ დღეს, ზუსტად რვა თვის თავზე, ჩემი ბიჭი ჯანმრთელია, ჩემმა მერცხალმა დააგვიმტკიცა, რომ ლეიკემია განაჩენი არ არის!
თუმცა, ამ დღემდე წარმოუდგენლად ბევრი ვიბრძოლეთ გადარჩენისთვის სიცოცხლისთვის, რომელიც ღმერთის წყალობით დაგვიფასდა.
დღეს ჩემი მათე ღმერთმა მეორედ მაჩუქა, ასეთი ბედნიერი დღე 25 წლის მანძილზე ცხოვრებაში არ მქონია, დღეს ახალი იმედებით სავსე დღეა.
წინ კიდევ ბევრი რთული პერიოდები გველის, მაგრამ ამ გზის გავლის შემდეგ რაღა უნდა მოგვერიოს, რაღამ უნდა შეგვაშინოს. დე, სავალ გზას უფალთან ერთად ხელჩაკიდებულები გავაგრძელებთ როგორც აქამდე ღმერთი შენს მარჯვენას ხელს არ გაუშვებს და წინ ბევრი ფერადი და ბედნიერი დღე გვექნება
“, - წერს სოციალურ ქელში დარინა ერაძე.