საზოგადოება
08.07.2022 13:16
გორში სკოლის ექიმის ვაკანსიაა

მეცნიერებათა სკოლა გორში სკოლის ექიმის ვაკანსიას აცხადებს, რომელიც კვირაში 8 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში- „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, დამსაქმებელთან კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასურებელი დოკუმენტი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაგზავნოს.

 

 

 

 

 

 

კვირის ამბები