საზოგადოება
08.07.2022 11:50
ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკის გამოცდით გრძელდება

„ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022“ მათემატიკის გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის,  გორის საგამოცდო ცენტრში 340 აპლიკანტი ცდილობს საკუთარი ცოდნის დადასტურებას. როგორც GMnews-თან საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

„რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 350 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 10 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. გეტყვით იმასაც, რომ რეგისტრაციის პროცესში დაგვიანების შემთხვევები ან რაიმე სახის შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. მათემატიკის გამოცდა 3 საათის განმავლობაში  გრძელდება. გამოსაცდელთა მეორე ნაკადს 14:00 საათისთვის ველოდებით,“ - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა GMnews-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ორშაბათიდან, 11 ივლისიდან,  გამოცდები უცხოური ენის გამოცდით გაგრძელდება.

 

 

კვირის ამბები