მარცხით დაასრულა პირველი მატჩი ევროპის კონფერენსლიგაზე გორის „დილამ“.
გორული კლუბი, 7 ივლისს, ფინეთში, ადგილობრივ „კუპსისთან“ 0:2 დამარცხდა. ბურთები „დილას“ კარში 32-ე წუთზე იკაუნიეკსმა გაიტანა, 90+1 წუთზე კი, პენალტით - ვაირინენმა.
მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა, ორმატჩიან დუელში გადაწყდება. შესაბამისად, ახლა, „დილას“, გორში მოუწევს ორბურთიანი ჩამორჩენის ამოქაჩვა.
საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს