მიმდინარე წლის ივნისში, ქვეყნის მასშტაბით, ტყითსარგებლობის წესის დარღვევის 42 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 8 - შიდა ქართლში, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ტყითსარგებლობის წესის დარღვევის 15 ფაქტი გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 8 გამოვლენილია შიდა ქართლის, 3 - სამცხე-ჯავახეთის, 9 - იმერეთის, 1 - გურიის, ხოლო 6 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
ცნობისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 375,289 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის, 67,871 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ხოლო 307,418 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს საქმიან ეზოებში დასაწყობდა.
აღნიშნულ სამართალდარღვევებზე შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია და კანონმდებლობის ფარგლებში დალუქულია ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც ხდებოდა მოპოვებული მასალის ტრანსპორტირება. ამასთან, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.