საზოგადოება
31.12.2019 13:35
გორში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს
გორში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ამ წუთებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, სცენის მონტაჟია დაწყებული. როგორც GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, რამაზ შიოშვილმა განუცხადა, მთავარი საახალწლო ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება. კონცერტს კი, მოწვეული და ადგილობრივი შემსრულებლები გამართავენ. ამავე ღონისძიებაზე დასახელდებიან მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის - „ყველაზე საახალწლო“ - გამარჯვებულები. 00:00 საათზე - გრანდიოზული ფოიერვერკის მოწყობაა დაგეგმილი, შემდეგ კი, სცენაზე დიჯეი გამოჩნდება და შეკრებილებს ელექტრონულ მუსიკას შესთავაზებს.
კვირის ამბები