საზოგადოება
08.07.2022 09:53
შემთხვევების ზრდა აღინიშნება, კლინიკებში ხვდება ინფიცირებულთა 7-8 პროცენტი, რეკომენდაციას ვიძლევი, დახურულ სივრცეში ატაროთ პირბადე - ამირან გამყრელიძე

2-3 კვირაა, რაც ახალი შემთხვევების ზრდა აღინიშნება. ომიკრონის“ ე.წ. ბი-ეი-4 და ბი-ეი-5 შტამები ხასიათდება უფრო მაღალი გადამდებლობით, ვიდრე მისი წინამორბედები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის აღნიშნული ქვეშტამი აგრესიულობით არ გამოირჩევა.

„კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის ზრდა აშკარაა მსოფლიოში და ევროპის უმრავლეს ქვეყნებში, მხოლოდ საქართველოში არ არის ეს რეალობა, რაც, ძირითადად, განპირობებულია „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამების - ე.წ. ბი-ეი-4 და ბი-ეი-5 -ის ცირკულაციით, რომელიც ხასიათდება უფრო მაღალი გადამდებლობით, ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ აგრესიულობა არ ახასიათებს. 2-3 კვირაა, რაც ახალი შემთხვევების ზრდა აღინიშნება. რეკომენდაციას ვიძლევი, დახურულ შენობებში ატაროთ პირბადე. ამ ეტაპზე კლინიკებში დაახლოებით 350 პაციენტი წევს, საავადმყოფოში ხვდება ინფიცირებულთა 7-8 პროცენტი, მაგრამ თუ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა, გაიზრდება ზეწოლა საავადმყოფოებზეც. ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა იმუნური ფენის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები