საზოგადოება
07.07.2022 11:26
ქვახვრელში, სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქვახვრელში, სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, ხორციელდება სანიაღვრე სისტემის მოწყობა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 881 მეტრია, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, რეაბილიტირდება გზის მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს.
კვირის ამბები