საზოგადოება
07.07.2022 11:20
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბერშუეთი-სობისის საავტომობილი გზაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბერშუეთი-სობისის მიმართულებით სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გორის მერიის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.

როგორც ცნობილია, სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და სოფელ ბერშუეთსა და სობისს მოიცავს, შესაბამისად, გაივლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსაც.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება 3 265 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე, გარდა ამისა, ამავე მანძილზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემები და მიერთებები.

როგორც ცნობილია, ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში უნდა დასრულდეს, აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები აპრილში დაიწყო.

კვირის ამბები