საზოგადოება
07.07.2022 11:14
უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი +35 გრადუსს მიაღწევს

7 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტში დღე უნალეოდ ჩაივლის, მცირე ღრუბლიანობაა მოსალოდნელი 15 საათამდე, ჰაერი კი +28 გრადუსამდე გათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო 10 დღის განმავლობაში, 17 ივლისამდე, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც და 11, 13 და 14 ივლისს, +35 გრადუსს მიაღწევს, დანარჩენ დღეებში კი ნავარაუდევია +29-32 გრადუსის ფარგლებში.

დაახლოებით 10 მ/წ სიჩქარის ქარია მოსალოდნელი გორში 10, 13 და 15 ივლისს.

კვირის ამბები