საზოგადოება
07.07.2022 10:38
შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას მხოლოდ მაღალი იმუნური ფენა გაუკეთებს, რომელიც აცრებით მიიღწევა - ამირან გამყრელიძე

შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას მხოლოდ მაღალი იმუნური ფენა გაუკეთებს, რომელიც აცრებით მიიღწევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედიასთან განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია. „ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას“.

„ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია, ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას, ვინც ორჯერ არის აცრილი „ბუსტერი" უნდა გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი" აუცილებლად უნდა გაიკეთოს. ვაქცინების რაოდენობა საკმარისია,

შემოდგომის ცუდ სცენარს პრევენციას მხოლოდ მაღალი იმუნური ფენა გაუკეთებს, რომელიც აცრებით მიიღწევა. იმუნური ფენა 5, მაქსიმუმ 6 თვეში იკლებს, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.  

კვირის ამბები