2022-2023 სასწავლო წლისთვის რეგისტრირებული ბავშვების მშობლებს, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში საბუთების წარდგენა უკვე შეუძლიათ.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განმარტავენ, მშობლებმა, ვინც წარმატებით დაარეგისტრირეს ბავშვი, სააგენტოში, საბუთები 20 ივლისის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
„გორის მაცნე“ შეგახსენებთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს:
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
ორი ფოტოსურათი (3X4);
მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში, ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს