საზოგადოება
06.07.2022 14:48
გორში, მოზარდებში ცირკულირებს პარაგრიპები, ადენოვირუსული ინფექცია და ენტეროვირუსი - ნელი ცქიტიშვილი

რესპირაციული ვირუსების გავრცელების დინამიკამ გარკვეული სახეცვლილება განიცადა და2022 წელს, ვირუსების მიმდინარეობა უჩვეულოდ გაგრძელდა, - ამის შესახებ GMnews-ს დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ პედიატრმა ნელი ცქიტიშვილმა განუცხდა.

ცქიტიშვილის ინფორმაციით, ამჟამად სტაციონარული მკურნალობა 30-მდე ბავშვს უტარდება.

,,ვირუსების მიმდინარეობა საკმაოდ გაგრძელდა, ძირითადად, ცირკულირებს პარაგრიპები, ადენოვირუსული ინფექცია, ასევე ენტეროვირუსი.

პარაგრიპებს, რაც გორში ამჟამადაა გავრცელებული, ახასიათებს, მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, არცთუიშვიათად - დიარეაც. რაც შეეხება მიმდინარეობას, 5-7 დღის განმავლობაში გრძელდება, საინკუბაციო პერიოდი კი 48 საათიდან 5 დღემდეა. ხშირ შემთხვევაში, საჭირო ხდება სტაციონარიზაცია, ამჟამად, ,,იავნანას“ სტაციონარში 30-მდე მოზარდს უტარდება მკურნალობა, ამგვარი სტატისტიკაა ბოლო რამდენიმე კვირაა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს განსაკუთრებული მდგომარეობაა, პაციენტების მართვა ხდება სტაბილურად, გართულებული შემთხვევები ნაკლებადაა“, - განაცხადა ნელი ცქიტიშვილმა.

კვირის ამბები