ასტროლოგები ნიშანთა შორის ხშირად აკეთებენ აქცენტს ყველაზე ლამაზ, ყველაზე საიმედო, ყველაზე ჭკვიან თუ ყველაზე სექსუალურ ასტროლოგიურ ნიშნებზე. ამჯერად ყველაზე ბრძენ ზოდიაქოს ნიშანს გაგაცნობთ, ეს გახლავთ მერწყული.
რაც შეეხება კონკრეტულ თვცისებებს, ასტროლოგების მოსაზრებით, მერწყული ერთ-ერთი გამორჩეულად დამოუკიდებელი ადამიანია და თუ მისთვის თავისუფლების შეზღუდვას ეცდებით, ამ ნიშნის წარმომადგენელს სამუდამოდ დაკარგავთ.
მერწყული ყოველთვის ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც მეგობრებად თვლის.
აღსანიშნავია ისიც, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე ცხოვრება.
ძალზე კომუნიკაბელური ნიშანია და მუდმივად ცდილობს, რაღაც სასარგებლო აკეთოს.
ეს ნიშანი საკმაოდ პროგრესული მოაზროვნეა, უფრო მეტიც - მერწყული ზოდიაქოს ინტელექტუალური დამოუკიდებლობის სიმბოლოდ ითვლება. ამასთან, ერთ–ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ნიშანია, რომლის წარმომადგენლებიც მუდამ ახალი შეგრძნებების ძიებაშია არიან. მათ ნიშანშია ჩადებული შინაგანი კონფლიქტი – ისინი ყოველთვის ისწრაფვიან თავისუფლებისკენ, ახალი გამოცდილების, ახალი ინფორმაციის მიღებისკენ.
ამასთანავე, ძალზე პირდაპირია, რის გამოც, ხშირად ვარდება კონფლიქტურ სიტუაციებშიც.
მერწყულისგან შეიძლება დადგეს საუკეთესო სოციალური მუშაკი, ჟურნალისტი, ფსიქოლოგი, ან - მეგობარი, რომელიც ყოველთვის იქნება საყრდენი.
იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერი კამპანიის სული და გულია და მუდმივად ექცევა ყურადღების ცენტრში, ბუნებით მარტოობისკენაა მიდრეკილი, უყვარს მარტოობა.
მერწყულის ნიშანი 21 იანვრიდან 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, უნდა ითქვას ისიც, რომ ასტროლოგთა მოსაზრებით, ამ ნიშნის ენერგეტიკა 2-3 დღის განმავლობაში გარკვეულწილად გასდევს მომდევნო ნიშანს - თევზებსაც.