საზოგადოება
05.07.2022 14:42
ეკა ქორჩაშვილი - რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატება ფიქსირდება, გასულ კვირასთან შედარებით, მონაცემები გაორმაგებულია

რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრად მატება ფიქსირდება, გასულ კვირასთან შედარებით, მონაცემები გაორმაგებულია, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.

ქორჩაშვილის ინფორმაციით, გასული კვირის მონაცემებით, დადასტურებული იყო 16 ახალი შემთხვევა, მიმდინარე კვირაში კი 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

,,ქვეყნის მასშტაბით, მოგეხსენებათ, გასულ კვირასთან შედარებით, გაორმაგებულზე მეტია დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი, ანალოგიურად, მკვეთრი მატება შეინიშნება ჩვენს რეგიონშიც. შიდა ქართლში, გასულ კვირას თუ 16 ახალი შემთხვევა გვქონდა, ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 10 გორში, 12 კასპში, 6 ხაშურში და 6 შემთხვევა გვაქვს ქარელში. ამასთანავე, ვირუსული ინფექციის გამო, დროებით შეჩერებულია ორი საბავშვო ბაღის ფუნქციონირება“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

კვირის ამბები