საზოგადოება
05.07.2022 13:33
გორელი ახალგაზრდების ფორუმ-თეატრი კულტურის ცენტრის სცენაზე

„დიალოგი და განსხვავება“ - საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი პროექტი დასრულდა.

ამერიკის საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების დასკვნით ღონისძიებაზე, პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა, მიწვეულ სტუმრებს ფორუმ-თეატრი წარუდგინეს. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ღონისძიება დისკუსიის ფორმატით გაგრძელდა. აქტივობა გორში, კულტურის ცენტრში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, მოზარდები 3 დღის განმავლობაში ეუფლებოდნენ ფორუმ თეატრის, ფილმის გადაღებისა და ინტერვიუს აღების ტექნოლოგიებს. როგორც ცნობილია, ვორქშოფებს, ამერიკელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებთან ერთად უძღვებოდნენ. სწავლების პერიოდში, ახალგაზრდებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელოვნების სწავლების აპრობირებული მეთოდების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

საერთაშორისო პროექტი გორში, გორის მერიის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „Helping Hand“-მა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან“ (CSDC) პარტნიორობით განახორციელა.

ცნობისთვის, პროექტი გორის შემდეგ, თბილისსა და ზუგდიდში განხორციელდება.

კვირის ამბები