გორის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც მერიის დარბაზში გაიმართა, საბჭოს წევრებმა, არსებული დებულება განიხილეს და მცირე ცვლილებების რეკომენდაციები შეიმუშავეს.
მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, დაკო მურადაშვილმა საბჭოს საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, კოლეგებს ექვსთვიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა. დოკუმენტი საბჭოში თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნას და მოქალაქეთა საჭიროებების მოკვლევას ითვალისწინებს.
ამასთან, საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გაწერილი რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობასთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები; ასევე, იმსჯელეს სკვერებისა და დასახლებების სახელდების ცვლილებს და სპორტული მოედნების რეაბილიტაციას.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს