ავტობანის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალებაში მყოფმა 5-მა პირმა - რომელთაგან სამი ქალი, 8 წლის ბავშვი და 21 წლის ახალგაზრდაა, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ქარელის კლინიკებში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
,,გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ზაქარია მეყანწიშვილის ინფორმაციით, იგეგმება ერთ-ერთი პაციენტის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში