კულტურა
31.12.2019 12:25
0903300304 - დამირეკეთ თუ მართლა გულით გსურთ ჩემი გამარჯვება - თამარ კაკალაშვილი გულშემატკივარს მხარდაჭერას სთხოვს

დღეს საღამოს, 21:00 საათზე, „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალური ტური გაიმართება. გორელი თამარ კაკალაშვილი მუსიკალური მეგა შოუს საუკეთესო ოთხეულშია და გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის.

„ძალიან ვნერვიულობ, ამხელა გზა გავიარე და მინდა ჩანაფიქრი ბოლომდე მივიყვანო. მართალია, ვინც უნდა გახდეს გამარჯვებული, მე მაინც გამიხარდება, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ მაყურებელი მე შემარჩევს, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ამ ხნის განმავლობაში, ყოველთვის ვგრძნობ გულშემატკივრის მხარდაჭერას და ამჯერად, ბოლოჯერ ვთხოვ მაყურებელს, რომ ჩვენი ერთობლივი შრომა ბოლომდე მივიყვანოთ და მხარი დამიჭირონ. ორმაგად და სამმაგად უნდა გააქტიურდეს გულშემატკივარი, თუ მართლა გულით სურთ ჩემი გამარჯვება“, - უთხრა GMnews-ს „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალისტმა, თამარ კაკალაშვილმა.

ცნობისთვის, მუსიკალური მეგაპროექტი - „საქართველოს ვარსკვლავი“ - ამერიკული American Idol-ისა და ბრიტანული Pop Idol-ის ქართული ანალოგია. ამასთან, პროექტის ამ სეზონის გამარჯვებული 2020 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს.

კვირის ამბები