სპორტი
02.10.2019 12:47
გორელი ფეხბურთელები ნაკრებში გამოიძახეს
გორის ,,დილას“ 4 ფეხბურთელი გამოიძახეს საქართველოს ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში მთავარმა მწვრთნელებმა.
ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა გია ცეცაძემ ,,დილას“ 3 ფეხბურთელს გიორგი ჩოჩიშვილს, გიორგი კუციას და ნუგზარ სპანდერაშვილს უხმო მოახლოებული შეხვედრისთვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით შვეიცარიასთან გაიმართება 11 ოქტომბერს შვეიცარიაში.
,,დილას“ კიდევ ერთი ფეხბურთლი ნიკა გაგნიძე კი 19 წლამდელების ნაკრების მაისურს მოირგებს.
ქართველი 19 წლამდელები რევაზ სვანაძის ხელმძღვანელობით 9-15 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამ მატჩს გამართავენ უნგრეთში - ადგილობრივ, ასევე ხორვატიის და ყაზახეთის გუნდებთან.
კვირის ამბები