დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დ გარდაიცვალა სტაციონარში მოთავსებული 3 პაციენტი.
რაც შეეხება ტესტირებას, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 443 კვლევა ტესტით, მათ შორის 56 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 744 PCR ტესტით.
აღნიშნული მონაცემები გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგებულია. 20-დან 26 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო საანგარიშო კვირის განმავლობაში კი - 2 570.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში