საზოგადოება
04.07.2022 16:35
4 ივლისი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეა

დღეს, 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 246-ე წელს ზეიმობს.

1776 წლის 4 ივლისს, აშშ-ის კონგრესმა, ბენჯამინ ფრანკლინის მეთაურობით, დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

4 ივლისს ამერიკის დაბადების დღესაც უწოდებენ, ვინაიდან, ამ დღეს, ამერიკის 13-მა კოლონიამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი სახით ჩამოყალიბებას.

აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული ფედერალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული.

კვირის ამბები