გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში, 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა
სკრა-ქარელის რეაბილიტირებულ სარწყავ სისტემაში წყალი გაეშვა. შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 9 სოფლის (ახალსოფელი, სამწევრისი, ქარელი, ხვედურეთი, ქვენაფლავი, ღვლევი, სკრა, ბეთლემი, რიეთი) 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, სიმონ გულედანთან ერთად გაეცნო.
„პროექტის ფარგლებში 28,4 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური არხის და წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია ჩატარდა; მოეწყო რკინაბეტონის ღარები; ჰიდროტექნიკური ნაგებობები და წყალმზომები. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, 4 მლნ ლარამდეა“, - აცხადებენ „საქართველოს მელიორაციაში.