საზოგადოება
04.07.2022 11:45
გორის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 461 აპლიკანტიდან გამოცდაზე 15 არ გამოცხადდა - თინათინ გვერდწითელი
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია 12:00 დასრულდება. როგორც GMnews-თან საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, გორის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 461 აბიტურიენტიდან, გამოცდაზე მხოლოდ 446 აპლიკანტი გამოცხადდა. საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

„უნდა აღინიშნოს, რომ რეგისტრაციის პროცესმა საკმაოდ ორგანიზებულად ჩაიარა. 461 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 15 არ გამოცხადდა. გეტყვით იმასაც, სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა, რაც წესებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ცენტრში ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. აპლიკანტთა კიდევ ერთ ნაკადს მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში უკვე 14:00 საათისთვის ველოდებით. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე სესიაზეც ამავე ოდენობის - 461 აპლიკანტია დარეგისტრირებული“, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.
კვირის ამბები