საზოგადოება
31.12.2019 12:19
„ყველაზე საახალწლო“ კონკურსის გამარჯვებულები დღეს საღამოს დასახელდებიან
გორის მერიის მიერ გამოცხადებული საახალწლო კონკურსი „ყველაზე საახალწლო“ დასრულდა. კონკურსში გამარჯვებულების ვინაობა დღეს საღამოს, გალა კონცერტზე გახდება ცნობილი. გამარჯვებულ კონკურსანტებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი კონკურსის სპონსორებთან ერთად დააჯილდოებს.
საპრიზო ადგილებზე გასული კონკურსანტები შესაბამის ფულად ჯილდოს მიიღებენ: პირველი ადგილი - 500 ლარი, მეორე ადგილი - 400 ლარი, მესამე ადგილი - 300 ლარი.
ცნობისთვის, გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საუკეთესოდ მორთული ფასადებისა და ეზოების (გარე ნაწილის) გამოვლენის მიზნით, ტრადიციული წინასაახალწლო კონკურსი 9 დეკემბერს დაიწყო. აქტივობაში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო.
აღნიშნული პროექტი გორის მერიის ინიციატივითა და კერძო კომპანიების სპონსორობით, ბოლო რამდენიმე წელია ხორციელდება.
კვირის ამბები